S.Zubalashvili Street 37, Batumi,GE

+995422272750

+995 568 406 045

ბატონო/ქალბატონო

იურიდიული კომპანია “ქომერშალ ლოუ სერვისეს“ საქართველოს იურიდიულ ბაზარზე საქმიანობს 2002 წლიდან, როგორც კომერციული სამართლის სერვისების მიმწოდებელი სუბიექტი. ჩვენი საქმიანობის კონცეფციაა: კლიენტის სამართლებრივი რისკების გამოვლენა და მაქსიმალური პრევენცია, შესაძლო დავების წარმოშობის შემცირების მიზნით. კომპანიის პარტნიროები არიან, საქართველოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით საქმიანობის, მრავალწლიანიგამოცდილებისა და კარგი რეპუტაციის მქონე იურ ისტები . კომპანია დაკომპლექტებულია სათანადო კომპეტენციის პერსონალით, რომლებიც ახორციელებენ დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით. ამ ეტაპზე გთავაზობთ ოც სხვადასხვა იურიდიულ მომსახურებას, რომელიც მაქსიმალურად ფარავს კომერციული სამართლის ყველა მიმართულებას.  . დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვართ შემოგთავაზოთ თქვენს ბიზნესზე მორგებული სრული სამართლებრივი მხარდაჭერა/ მომსახურეობა, რომელიც განხორციელდება იურიდიული აუთსორ-სინგის ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ თანამშრომლობის რამდენიმე საბაზისო პირობას, კერძოდ:

1. ყოველდღიური კომუნიკაცია, ჩვენს შორის ჩვეულებრივ განხორციედება ელექტრონული ფორმით (info@clsc.ge), გარდა შემთხვევებისა, როდესაც საკითხის არსიდან გამომდინარე, საჭიროა პირადი შეხვედრები.

2. წერილობით მოწოდებულ კითხვებზე პასუხი გამოგეგზავნებათ არანაკლებ 1 კალენდარული დღის განმავლობაში. ნებისმიერი კითხვა, რომელიც წარდგენილი იქნება ზეპირი კონსულტაციის ფარგლებში ან სატელეფონო ზარის ფორმით, პასუხი გაგეცემათ დაუყოვნებლივ, ან იმავე სამუშაო დღის განმავლობაში.

3. მიმდინარე საჭიროებებზე მყისიერი რეაგირების მიზნით ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მიიღებთ, ე.წ „ოფისის ადვოკატის“ მომსახურებას. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ჩვენი თანამშრომელი, თქვენთვის მისაღებ საკომუნიკაციო ენაზე გაგიწევთ მომსახურეობას თქვენს ოფისში, წინასწარ შეთანხმებული დროის მონაკვეთში, რაც მოიცავს: - ადგილზე იმ მიმდინარე იურიდიული საკითხების გადაწყვეტას, რაც ობიექტურად შესაძლებელია ; - კომპანიაზე მიცემული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმირება და განხორციელება; - კლიენტის სამართლებრივ პრობლემათა პირველადი იდენტიფიკაცია, რომელთა გადაწყვეტა უნდა განხორციელდეს კომპანიის სხვა სპეციალისტების მიერ.

4. ვიღებთ ვალდებულებას, რომ დავალების შესასრულებლად ჩვენს მიერ განხორციელებული მოქმედებები იქნება კანონიერი და მაქიმალურად ეფექტური, ობიექტურად შემჭიდროვებულ ვადებში მისი შესრულების მიზნით. დაუშვებელია დამატებითი და არასაჭირო სამუშაოს და ხარჯების ხელოვნურად შექმნა.

5. იურიდიული აუტსორსინგის ყოველთვიური გადასახადი დადგინდება, არჩეული სერვისების მიხედვით. ცალკეულ დავალებებზე ჰონორარი იანგარიშება, დავალების სირთულის და მის შესრულებაზე დახარჯული დროისა და რესურსის მიხედვით. განსაკუთრებულ შემთხვევებში გათვალისწინებული იქნება ასევე ე.წ „წარმატების ბონუსი“.

6. ყველა მომსახურეობის თანხა ჩაირიცხება კომპანიის საბანკო ანგარიშზე. მომსახურების თანხაში არ შედის საქმისწარმოების ხარჯები: მივლინება, თარგმნა, ექსპერტიზა, სანოტარო ხარჯი, ბაჟები და მოსაკრებლები. 7. ჩვენ პრინციპია< კლიენტებთან მაქსიმალურ გამჭვირვალეობა. მზად ვართ დავიცვათ კლიენტის ინტერესები ყველა კანონიერი საშუალებით და ეფექტურად. გამოვიყენოთ სამართლებრივად გონივრული ყველა შესაძლებლობა დავალების მიზნების მისაღწევად, კონკრეტულ შედეგზე წინასწარი გარანტიის გაცემის გარეშე. ვიღებთ პასუხისმგებლობას კლიენტის ინტერესებისათვის, ჩვენი პერსონალის ბრალეულობით მიყენებულ ზიანზე. იურიდიულ მომსახურეობაზე სრულ კონტროლს ახორციელებენ კომპანიის პარტნიორები. უფრო დეტალურად, თანამშრომლობის პირობები შესაძლებელია განვიხილოთ ხელშეკრულების პროექტზე მუშაობის პროცესში. 


იურიდიული კომპანია “ ქომერშალ ლოუ სერვისის“. 


ჩვენი გუნდი

პაატა კოპალეიშვილი

დამფუძნებელი პარტნიორი

ენები: ქართული; რუსული.

კონტაქტი: 568 406 045

ელ-ფოსტა: P.kopaleisvhili@clsc.ge 

დავით კეკენაძე

პარტნიორი

სამუშაო ენები: ქართული; რუსული.

კონტაქტი: 577 285 298;

ელ-ფოსტა D.kekenadze1@gmail.com

ნინო კოსტავა

ასოცირებული პარტნიორი /ადვოკატი / მედიატორი

ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

კონტაქტი: 574 56 07 07

ელ-ფოსტა: nino.kost@gmail.com

თეკლა ბაღათურია

იურისტი

ენა: ქართული, ინგლისური, რუსული.

კონტაქტი: 574 086 841;

ელ-ფოსტა: Tbagaturia1@gmail.com

ქეთევან ჯიშკარიანი

იურისტი

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

კონტაქტი: 555 257 540

ელ-ფოსტა: jishkarianiqeto@gmail.com

პაატა კოპალეიშვილი

დამფუძნებელი პარტნიორი

განათლლება

ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

სპეციალობა: ფინანსები და საბანკო საქმე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

სპეციალობა: სამართალმცოდნეობა.

პროფესიული აქტივობა:

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2006წ. სიითი № 2526.სპეციალიზაცია: სამოქალაქო. 

საქართველოს მედიატორტა ასოციის წევრი სიითი #0078. 2022 წ.

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკრედიტირებული არბიტრი. 2020წ. 

დამატებითი ინფორმაცია:

შ. რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა - მოწვეული ლექტორი მიმართულება: საერთაშორისო ვაჭრობის სამართალი;

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, სამართლის სკოლის დოქტორობის კანდიდატი

დავით კეკენაძე

პარტნიორი

განათლება

უდმურტეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობა

პროფესიული აქტივობა:

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 94/00

საჩხერის რაიონული სასამართლოს - 00/04

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 04/06

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 06/12

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 12/14

საჩხერის რაიონული სასამართლოს 14/17

ფოთის საქალაქო სასამართლოს - 19/20

ბათუმის საქალაქო სასამართლოს - 20/21

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი - 2006 წლიდან. სიითი # 1037 სპეციალიზაცია: საერთო.

დამატებითი ინფორმაცია:

ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი - მოწვეული ლექტორი. 1995 წლიდან დღემდე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი- მოწვეული სპეციალისტი 2003-2004

ნინო კოსტავა

ასოცირებული პარტნიორი /ადვოკატი/მედიატორი 

განათლება

1997-2001 წლები - საქართველო, ქ.ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურიდიული ფაკულტეტი (საერთაშორისო სამართლის სპეცილიზაციით).

2014 წლიდან დღემდე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით მოქმედ წევრ ადვოკატის სტატუსი.

2022 წლიდან დღემდე - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, მოქმედ წევრ მედიატორის სტატუსი, კერძო და სასამართლო მედიაციაში.

2022 წელი - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი - ავტორიზებულ პირთა სასერთიფიკატო პროგრამა NAPRWE 3.5


პროფესიული აქტივობა:

2002-2004 წ.წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკომომიკის სამინისტროში იურისტი; 2005-2006 წ.წ. ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმართველობის აპარატის

იურიდიულ სამსამხურში იურისტი; 2006-2007 წ.წ გაზეთ აჭარა და ადჟარია-იურისტი; 2007-2008 წ.წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დასავლეთ რეგიონალური საბაჟოს იურიდიული სამმართველოს უფროსი; 2008-2009 წ.წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2009-2011 წ. იურიდიული კომპანია კს „ნოდია და პარტნიოტები“- იურისტი; 2010-1011წ. შპს „GIMG“-ში - იურისტი; 2005-2007 წ. და 2009 -2019 წ.წ. შპს „ქვინსვეი სერვისი“ - იურისტი და პროკურისტი; 2011-2012 წ. შპს „ბარამბო აჭარა“-ში - იურისტი;

2016-2018 წ. შპს „TV ERA“-ს - იურისტი; 2011- 2022 წ. შპს „ემ ერ ჯი ლიმიტედ“ - იურისტი; 2022 წლიდან - დღემდე მედიატორი აჭარის რეგიონში, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის, რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში; 2025 წლიდან - 2026 წლის 01 მარტამდე შპს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია “ბერმელი”-ს მთავარი იურისტი; 2026 წ.- დღემდე. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სამართლის აჭარის რეგიონული კომიტეტის თავჯდომარე.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი - 2014 წლიდან. სიითი # 6435 სპეციალიზაცია: სამოქალაქო.


ქეთევან ჯიშკარიანი

იურისტი

განათლება:

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართლის ბაკალავრი;

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართლის მაგისტრი

პროფესიული საქმიანობა:

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.სიითი #10135 სპეციალიზაცია: სამოქალაქო

თეკლა ბაღათურია

იურისტი

განათლება:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ბაკალავრი;

პროფესიული საქმიანობა:

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.სიითი #10869.  სპეციალიზაცია: სამოქალაქო