იურიდიული კომპანია “ქომერშალ ლოუ სერვისეს“ საქართველოს იურიდიულ ბაზარზე საქმიანობს 2002 წლიდან, როგორც კომერციული სამართლის სერვისების მიმწოდებელი სუბიექტი. ჩვენი საქმიანობის კონცეფციაა: კლიენტის სამართლებრივი რისკების გამოვლენა და მაქსიმალური პრევენცია, შესაძლო დავების წარმოშობის შემცირების მიზნით. კომპანიის პარტნიროები არიან, საქართველოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით საქმიანობის, მრავალწლიანი გამოცდილებისა და კარგი რეპუტაციის მქონე იურისტები. კომპანია დაკომპლექტებულია სათანადო კომპეტენციის პერსონალით, რომლებიც ახორციელებენ დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება CLS-ში, თქვენი სანდო წყარო უმაღლესი დონის იურიდიული სერვისებისთვის. ჩვენი გამოცდილი გუნდი სპეციალიზირებულია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიწოდებაში სხვადასხვა იურიდიულ სფეროში, რაც უზრუნველყოფს კლიენტზე ორიენტირებული მიდგომას. გვერწმუნეთ, რომ მოგაწოდოთ ეფექტური, ეფექტიანი და პერსონალიზებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დააკმაყოფილებს თქვენს საჭიროებებს.
ეთიკის კოდექსი
პროფესიულ საქმიანობაში კომპანია ( CLS ) ვიცავთ ადვოკატთა შესახებ კანონისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ეთიკის პრინციპებს. ვხელმძღვანელობთ: „გაეროს ძირითადი პრინციპებით ადვოკატთა როლის შესახებ“ და ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის საერთაშორისო პრინციპებით ადვოკატთა ქცევის წესების შესახებ. დამატებით დადგენილი გვაქვს იურიდიული მომსახურების ეთიკის საკუთარი კორპორატიული სტანდარტები:
კომპანიისადვოკატი/იურისტი დამოუკიდებელია საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კანონს და პროფესიულიეთიკის კოდექსს.კომპანიის ადვოკატი/იურისტი არ არისუფლებამოსილი კლიენტს მისცეს გარანტიები საქმისშედეგებთან დაკავშირებით
კომპანიისადვოკატი/იურისტი საქმიანობას ახორციელებსპატიოსნების, კეთილსინდისიერების, სამართლიანობისდა კლიენტის ინტერესებისადმი სათანადო მზრუნველობის, პრინციპების დაცვით.
კლიენტისინტერესები პირველმნიშვნელოვანია, იურიდიულიმომსახურება უნდა განხორციელდეს ინტერესთაკონფლიქტის გამორიცხვით. დაუშვებელია კომპანიისიურისტებმა/ ადვოკატებმა ერთსა და იმავე დავაზეერთდროულად წარმოადგინონ ურთიერთსაპირისპირო ინტერესების მქონე მხარეები.
კომპანიის ადვოკატი/იურისტივალდებულია პატივი სცეს კოლეგებს, სასამართლოხელისუფლებას და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებს
კომპანიისადვოკატი/იურისტი მინდობილ საქმეს წარმართავსეფექტურად, კლიენტის/დამკვეთის ინტერესებისშესაბამისად. იღებს ყველა გონივრულ ზომას საქმის მოკლე ვადებში დასრულების მიზნით.
კონფიდენციალურია, პროფესიული უფლება-მოვალეობების შესრულების დროს მიღებული ის ინფორმაცია, რომლის დაცვითაც კლიენტი/დამკვეთი დაინტერესებულია და რომლის დაცვაც ობიექტურად შესაძლებელია კომპანიის ადვოკატის/იურისტის მიერ.
იურიდიული მომსახურება მომსახურების საზღაური განისაზღვრება: დავალების სირთულის, შესრულებაზე დახარჯული დროის და საბოლოო შედეგისადმი კლიენტის ინტერესების გათვალისწინებით დავალების ფარგლებში კომპანიის ადვოკატმა/იურისტმა არ უნდა წარმოშვას ზედმეტი და არასაჭირო სამუშა