S.Zubalashvili Street 37, Batumi,GE

+995422272750

+995 568 406 045


წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე

1. სასამართლო დოკუმენტების მომზადება;

2. ინტერესების დაცვა დავის ყველა ეტაპზე


წარმომადგენლობა მოიცავს : ზეპირ კონსულტაციას; დავის ანალიზს; დაცვის სტრატეგიის შემუშავებას; მტკიცებულებათა შეგროვებას და დამკვეთის ინტერესების დაცვას საერთო სასამართლოებსა და არბიტრაჟში,



ფიზიკური და იურიდიული პირების წარმომადგენლობა საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებში.

1. ადმინისტრაციული წარმოების ინიცირება;

2. ინტერესების დაცვა ადმინისტრაციულ წარმოებაში;

3. ადმინისტრაციული აქტის/ რეალაქტის გასაჩივრება.


სისხლის სამართალი

დამკვეთის ინტერესების დაცვა შემდეგი ტიპის სისხლის სამართლის საქმეებზე:

1. თაღლითობა;

2. დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ;

3. დანაშაული ფულად საკრედიტო სისტემაში;

4. დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში.

5. დანაშაული სამეწარმეო საზოგადოებებსა და ორგანიზაცია/ დაწესებულებებში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ


სახელშეკრულებო სამართალი

1. ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულების მომზადება ; 

2. გაფორმებელი ხელშეკრულებების სამართლებლივი ექსპერტიზა;

3. მოქმედ ხელშეკრულებებში ცვლილებების/დამატებების შეტანა;

5. სახელშეკრულებო ურთიერთობების ვადამდე შეწყვეტა.


გაგვაჩნია დამუშავებული/ ტიპიური ხელშეკრულებების, პერიოდულად განახლებადი ბაზა. აუცილებლობის შემთხვევაში, გაგვაჩნია წვდომა ტიპიურ ხელშეკრულებათა და საქმიან დოკუმენტთა საერთაშორისო ფასიან ბაზებზე



კანონისმიერი ვალდებულებათა და დელიქტური სამართალი

1. ნებისმიერი საფუძვლით წარმოქმნილი საზიარო უფლებათა სამართლებრივი რეგულირება (თანასაკუთრება, ერთობლივი საქმიანობა, ამხანაგობა და სხვა) ;

2. უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებული დავების რეგულირება;

3. დელიქტურ ვალდებულებათაგან წარმოქმნილი უფლება-მოვალეობათა რეგულირება.


პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა

1. პირის პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობის დარღვევა;

2. საქმიანი რეპუტაციის შელახვა;

3. კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.


სექტორული ინდუსტრიების სამართლებრივი რეგულირება

1. ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობით ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის სამართლებრივი რეგულირება;

2. სადაზღვევო შემთხვევათა სამართლებრივი რეგულირება;

3. საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივი მხარდაჭერა;

4. სამშენებლო/დეველოპერული საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;

5. საინვესტიციო პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა;

6. უძრავ/მოძრავ ქონებებთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი რეგულირება;

7. სამედიცინო სფეროს სამართლებრივი რეგულირება.


საკორპორაციო სამართალი

1. ნებისმიერი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტის სადამფუძნებლო დოკუმენტების მომზადება და რეგისტრაცია;

2. არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირების სადამფუძნებლო დოკუმენტების მომზადება და რეგისტრაცია;

3. უცხოური საწარმოს ფილიალის/ წარმომადგენლობის დოკუმენტების მომზადება და რეგისტრაცია;

4. დირექტორის ინდივიდუალური სამსახურეობრივი ხელშეკრულების მომზადება;

5. პარტნიორებს შორის სპეციალური სადამფუძნებლო/პარტნიორული შეთანხმების მომზადება;

6. სამეწარმეო საზოგადოების ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ნებისმიერი სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება;

7. სამეწარმეო საზოგადოების რიგგარეშე პარტნიორთა კრების მოწვევა, ორგანიზება, ჩატარება;

8. სამეწარმეო საზოგადოებების რეორგანიზაცია: გარდაქმნა; შერწყმა(მიერთება ან გაერთიანება); გაყოფა (დაყოფა ან გამოყოფა);

9. სამეწარმეო საზოგადოებების დაშლა, ლიკვიდაცია, რეგისტრაციის გაუქმება;

10. საქმისწარმოება სასამართლოში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე. 


გადახდისუუნარობის სამართალი

1. გადახდისუუნარობის საქმის ინიცირება;

2. რეგულირებული შეთანხმების გაფორმების პროცესის მართვა და დამტკიცება;

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საქმისწარმოება სასამართლოში;

4. რეაბილიტაციის რეჟიმი;

5. გაკოტრების რეჟიმი;

6. საერთაშორისო გადახდისუუნარობის პროცესის მართვა.


შრომის სამართალი

1. შრომითსამართლებრივი დოკუმენტაციის (შრომითი ხელშეკრულებები, შრომის განაწესი/ კოლექტიური შრომითი შეთანხმება; შიდაუწყებრივი აქტები (ბრძანება, გათავისუფლება) შრომის საკითხებზე, თანამდებობრივი ინსტრუქციები) ანალიზი, მომზადება და პრაქტიკულად განხორციელება;

2. შრომითი დავების არა სასამართლო რეგულირება;

3. შრომით დავებზე წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში.


ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

1. ინტელექტუალური საკუთრების უფლების რეგისტრაცია ;

2. წარმომადგენლობა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებზე დავებთან დაკავშირებით


პატენტის რეგისტრაცია განხორციელდება პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრირებული პარტნიორის მონაწილეობით


საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობა

1. საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის საკითხების სამართლებრივი მხარდაჭერა;

2. წარმომადგენლობა საქართველოს საემიგრაციო სამართლის საკითხებზე დავებთან დაკავშირებით.


საზღვაო სამართალი

1.წარმომადგენლობა საქართველოში საზღვაო ინციდენტებთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე;

2. წარმომადგენლობა მეზღვაურთა შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ კომპენსაციის საქმეებზე;

3. საზღვაო სფეროში მეზღვაურთა დამსაქმებელი საკრუინგო კომპანიების სტანდარტების ანალიზი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოთხოვნებთან თავსებადობა. განახლებადი მოთხოვნების იმპლემენტაციის მონიტორინგი;

4. საქართველოს ნავსადგურებში ტვირთის დაზიანებებთან დაკავშირებული დავების რეგულირება;

5. საზღვაო მოთხოვნათა წინასწარი სასამართლო უზრუნველყოფა გემის ან ტვირთის დაყადაღების გზით და ამ მოთხოვნათა არაინსტიტუციური რეგულირება.


ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა სამართალი

იურიდიული მხარდაჭერა და წარმომადგენლობა გარკვეული ტიპის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე: საბაჟო; სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის; გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის, სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობასთან, ასევე ტრანსპორტის სფეროსთან და შრომის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ საქმეებზე.


სამართლებრივი აუდიტი („Legal Due Diligence“) 

სამეწარმეო სუბიექტის სამართლებრივი მდგომარეობის შეფასება, პოტენციური (სისტემური და საოპერაციო) იურიდიული რისკების გამოვლენა და მათზე რეაგირება.


იურიდიული აუთსორსინგი

1.დამკვეთის საქმიანობაზე და საჭიროებებზე მორგებული მიმდინარე იურიდიული საკითხების სამართლებრივი მხარდაჭერა;

2. სამართლებრივი და საქმიანი დოკუმენტაციის მომზადება;

3. დამკვეთის იურიდიული წარმომადგენლობა მოლაპარაკებებში;

4. პირადი ადვოკატის მომსახურება;

5. სამართლებრივი საკითხების მონიტორინგი;

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემის შემუშავება და დანერგვა;

7. მიმდინარე იურიდიული რისკების გამოვლენა და მათზე რეაგირება.



დავის სამართლებრივი პერსპექტივის შეფასება

სასამართლოში / არბიტრაჟში დავის დაწყებამდე ან/და დავის მიმდინარეობის ეტაპზე, მხარეთა პერსპექტივების შეფასება, დავის მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერების, მისი დაწყების მიზანშეწონილობის ან/და მიმდინარე დავის მორიგებით დასრუელბის მიზნით.


დავების ალტერნატიული გადაწყვეტა /ალტერნატიული აღსრულება

1. სასამართლო და კომერციული მედიაცია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი მედიატორების მონაწილეობით;

2. ქონებრივ დავაზე მხარეთა მორიგებით მიღწეული შეთანხმების აღსრულების სამართლებრივი უზრუნველყოფა



იგულისხხმება ვალდებულების შესრულების მიზნით, ქონების ნებაყოფლობითი გადაცემის სამართლებრივი მხარდაჭერა ან ამ ქონების საჯარო ნებაყოფლობითი რეალიზაცია, https://www.eauction.ge/ ელექტრონულ აუქციონზე.


საქმეზე მტკიცებულებათა შექმნა/ შეფასება

1. სასამართლოში/არბიტრაჟში მიმდინარე სამოქალაქო დავის სპეციფიკურ საკითხებზე დარგის სპეციალისტის მიერ წერილობითი დასკვნის მომზადება;

2. სასამართლო წესით მტკიცებულებათა უზრუნველყოფა და დეპონირება;

3. ფაქტების კონსტანტაციის წესით მტკიცებულებათა მოპოვება.


სამართლის სფეროში სასწავლო საგანმანათლებლო ღონისძიებები

სამართლის სფეროს აქტუალურ საკითხებში სემინარების / ტრენინგების ჩატარება.